ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სანიოლი: ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს, საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ის საქართველოში მუშაობით ბედნიერია.

კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ამბობს, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია.

„ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ რომ მონაწილეობას ვიღებ ამ საოცარ ტურნირზე.

მომავალში არ ვიცი რა მოხდება, არასდროს იცი რა მოხდება ფეხბურთში, თუმცა ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში“,- ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი Talk Sport-თან ინტერვიუში.