ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

36 ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუქმოს „აგენტების კანონი“ 

ლიეტუვის მუდმივი მისია ჟენევაში, კიდევ 35 ქვეყნის სახელით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუქმოს „აგენტების კანონი“ და შეწყვიტოს მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის.

„ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას, რომელიც უმაღლესმა კომისარმა თავის გამოსვლაში გამოთქვა - ე.წ. გამჭვირვალობის კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.

კანონი შეიქმნა იმისთვის, რომ მედია მაუწყებლების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე საზიანო გავლენა ჰქონდეს. ეს მათი გაჩუმებისკენაა მიმართული.

კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით მიიღეს და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობისა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტებისა, არაერთგზის მოწოდებისა, თავი შეიკავონ კანონმდებლობის წინსვლისგან.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას ეხმარება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში. ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები:

ალბანეთი

ავსტრია

ბელგია

ბულგარეთი

კანადა

ხორვატია

კვიპროსი

ჩეხეთის რესპუბლიკა

დანია

ესტონეთი

ფინეთი

საფრანგეთი

გერმანია

საბერძნეთი

ისლანდია

ირლანდია

იტალია

ლატვია

ლიხტენშტაინი

ლიეტუვა

ლუქსემბურგი

მალტა

მონაკო

მონტენეგრო

ნიდერლანდები

ნორვეგია

პოლონეთი

პორტუგალია

რუმინეთი

სლოვენია

ესპანეთი

შვედეთი

შვეიცარია

უკრაინა

დიდი ბრიტანეთის სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია

ამერიკის შეერთებული შტატები