დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და მოვიგოთ,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე ესპანეთთან მატჩისთვის უნდა მოემზადოს.
,,ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. თუმცა პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. წინ ესპანეთთან მატჩია და ახლა ამ თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.