შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა, - ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. რობერტო მარტინესის განცხადებით, ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა.
,,შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!", - განაცხადა მარტინესმა, რომლის კომენტარსაც „სპორტალი“ ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.