ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბორელი: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

ბორელი ამბობს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ისაუბრა.

,,ვესაუბრე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს - ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა. ასევე განვიხილეთ გამოწვევები სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის მიღწევისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობისთვისა და სტაბილურობისთვის", - წერს ბორელი.