უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ვოლნიანსკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, 7 დაღუპულს შორის 2 ბავშვია, დაშავებულების რაოდენობა კი 31-მდე გაიზარდა, საიდანაც 8 ბავშვია.
უწყების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
29 ივნისს 17:40 საათზე რუსმა სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე. დაიწვა რამდენიმე მანქანა და შენობა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, საზოგადოებრივი შენობები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მანქანები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.