რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. მათგან სამი ბავშვია. დაღუპულია სამი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2400-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 ხარკოვზე იერიშისთვის.