რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული და ორი დაშავებული.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე ოთხი დარტყმა მიიტანეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა საავიაციო ბომბებით განხორციელდა.