საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის განცხადებით, გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის შემართებით ემზადება.
„გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა. დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახით რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი არ დამთავრდეს და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ გავიხანგრძლივოთ“, – აცხადებს კაკაბაძე.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.