ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ირანის მუქარას X-ზე ეხმაურება. მინისტრი აცხადებს, რომ რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, იმსახურებს, თავად განადგურდეს.

„ირანი ემუქრება ისრაელს განადგურებით, თუ ისრაელი უპასუხებს „ჰეზბოლას“ თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია – თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვიმოქმედებთ, ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება აღდგენილი და მცხოვრებლები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს“, – წერს ისრაელ კაცი.

მანამდე ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელი ომი მოჰყვება.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანი სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გამანადგურებელი ომი დაიწყება“, - დაწერა გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ X-ზე.