ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 160-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ეს არის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა, რომელიც ისრაელ-ღაზას ომის განმავლობაში, ლიბანიდან განხორციელდა.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, თავდასხმა „ჰეზბოლამ“ ისრაელის ავიაიერიშის საპასუხოდ განახორციელა, რასაც დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა.