ავღანეთში ძლიერი წვიმას და წყალდიდობას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა.
„როიტერის“ ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ღურის პროვინციის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მავლავი აბდულ ჰაი ზაიმმის განცხადებით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.
გასულ კვირას, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩრდილოეთ ავღანეთის სოფლები გაანადგურა. დაიღუპა 315 და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.