ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის გეგმას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გეგმა მოიცავს პირობებს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტისთვის, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისთვის, დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებისა და პალესტინელი ტყვეების გაცვლისთვის.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული სამფაზიანი გეგმა 31 მაისს წარადგინა.

პირველი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას ექვსი კვირით, როდესაც ისრაელის ჯარები მთლიანად გავლენ ღაზას დასახლებული პუნქტებიდან, რამდენიმე მძევალი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება, პალესტინის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდებიან, ხოლო ღაზაში ასობით სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება შევა.

მეორე ეტაპზე, მოხდება ყველა ცოცხალი მძევლის გაცვლა, მათ შორის კაცი ჯარისკაცების, ისრაელელი სამხედროები გავლენ ღაზას სექტორიდან და დაიწყება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა.

მესამე ეტაპი ღაზას აღდგენის მასშტაბური გეგმასა და დაღუპული მძევლების ცხედრების ოჯახებისთვის დაბრუნებას მოიცავს.