„ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს სამი ისრაელელი მძევალი დაიღუპა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.
„თქვენი ტყვეები არ გათავისუფლდებიან, ვიდრე ჩვენი პატიმრები არ გათავისუფლდებიან“, - აღნიშნულია მათ ვიდეომიმართვაში.
ოპერაციის შედეგად, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს.