უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დივიზიონები დაბომბა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, დაბომბილია „ეს 400“-ის სარაკეტო დივიზიონი, ასევე ქალაქ ევპატორიასთან განთავსებული „ეს 300“-ის ორი სარაკეტო დივიზიონი.
„არცერთი ჩვენი რაკეტა არ ყოფილა განეიტრალებული მტრის „უაღრესად ეფექტური“ საჰაერო თავდაცვის მხრიდან. კერძოდ, მითითებულ რაიონებში, უკრაინის სარაკეტო ძალების თავდასხმის შემდეგ, დაფიქსირდა „ეს-300“, „S-400“ კომპლექსების რადარების მოქმედების დაუყოვნებლივი შეწყვეტა“, -აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საზენიტო-სარაკეტო დივიზიების საწყისი პოზიციების სამივე ზონაში საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ.