DW-ის ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინას ფრონტზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად IRIS-T-ს გაუმჯობესებული, კომბინირებული ვერსია გადასცა, რომელსაც შეუძლია საჰაერო სამიზნეების განადგურება როგორც ახლო და საშუალო დისტანციაზე.
„ახალი სისტემა, რომელიც უკრაინამ გერმანიისგან მიიღო თანამედროვეა და კარგად წარმოაჩინა თავი საჰაერო თავდაცვის სხვა საშუალებთან ერთად. დღეიდან ის უკვე უკრაინის არმიის განკარგულებაშია,“ - აცხადებს გერმანელი მაღალჩინოსანი.
გერმანიამ სულ ცოტა ხნის წინ უკრაინას გადასცა ასევე ამერიკული წარმოების შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტიც“, რომლითაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი იმ საჰაერო სამიზნის განადგურება შეიძლება, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.