დღეს, 30 ივნისს, წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხეში წმინდანის ხსენების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
30 ივნისს აღინიშნება სახალხო დღესასწაული ,,ახალციხელობაც”, დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ესწრებოდნენ. მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, მხატვრული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოვლინდა ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე და დაჯილდოვდა 33 მერიის სტიპენდიანტი.
ამავე სივრცეში გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. დღესასწაულის დასასრულს მაყურებლის წინაშე წარსდგება თემურ ყვითელაშვილი, თემურ და რომა რცხილაძეები, ზაზა კილასონია, გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2.
ავტორი: მარიამ ხმალაძე