თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს.
,,ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ.
საქართველო-ესპანეთის მატჩამდე წუთები რჩება. მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს",- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.