საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.
კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) – ვერცხლი, მათე ცინაძე (51 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.