მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის, - ასე ეხმიანება საქართველოში შვედეთის საელჩო ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო ასპარეზობას.
„შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.
მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში“, - წერს საელჩო Facebook-ზე.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დაფიქსირდა.