საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩამოფრინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ეროვნული ნაკრების დასახვედრად ხალხის მობილიზება უკვე დაიწყო. პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ გულშემატკივრები ხვალ დილისთვის აქტიურად ემზადებიან.
„მივდივართ სანახავად! მივდივართ დასახვედრად!“
„უცილებლად ღირსეულად დავხვდეთ, ქართველებო!
მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ვართ და უნდა ვანახოთ ყველას , რომ ჩვენ არამარტო ფეხბურთელები, არამედ გულშემატკივრებიც ღირსეული გვყავს!!
ჩვენ ვართ ჩვენი საქართველო!“,- წერენ კომენტარებში.