ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი ძმისშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა. გარდა ამისა, 27 წლის ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის მრჩევლის თანამდებობასაც იკავებს.
2023 წლიდან დღემდე ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის ქონებრივი და მიწის ურთიერთობების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
კადიროვი ჩეჩნეთის სახელმწიფო თანამდებობებზე თავის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვას ნიშნავს.