ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დღეს სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის",- წერია ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე, 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, სადაც ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით. ჟორჟოლიანის განცხადებით, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს.