საბერძნეთის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო, ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.
ტყის მასშტაბური ხანძრიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები იძულებული გახდნენ, საბერძნეთის კუნძულ კოსზე დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი ტერიტორიიდან გაეყვანათ.
ევაკუირებული ადამიანები თავდაპირველად სკოლების სპორტულ დარბაზებში გადაიყვანეს.
ბერძნული მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.