ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარინ ლე პენი არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას არ აპირებს

ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას არ აპირებს.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, მისი პარტია აბსოლუტური უმრავლესობის მისაღებად იბრძოლებს, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მზად არის კოალიციის ჩამოყალიბებაზეც იმსჯელოს.

„ჩვენ ქვეყნის მართვა გვსურს. თუ უმრავლესობამდე რამდენიმე მანდატი დაგვაკლდება, მივალთ სხვა პარტიებთან და ვეტყვით - მზად ხართ, ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბოთ კოალიცია და მართოთ ქვეყანა? თუმცა ჩვენ არ წავალთ ისეთ მთავრობაში, რომელშიც მოქმედების შესაძლებლობა არ გვექნება. პირადად მე დეპუტატთა ჯგუფის სათავეში ვიქნები და მთავრობის შემადგენლობაში შესვლას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ლე პენმა.