ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი მიქაუტაძე: მინდა ბოდიში მოგიხადოთ, აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ფეხბურთელებთან ერთად აღნიშვნაზე ვერ მივიდა. ამის გამო ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და წერს, რომ ოფიციალურმა ვალდებულებებმა შეუშალა ხელი.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო.

ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით.

გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“, - წერს მიქაუტაძე.