საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა მსვლელობა ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი - დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებით არის სავსე და ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდება.
თავისუფლების მოედანზე კი საგანგებო ღონისძიება იგეგმება. სწორედ აქ შეხვდებიან ქომაგები ფეხბურთელებს, რომლებმაც ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებით მთელი ქვეყანა ერთი დიდი სიხარულით გააერთიანეს.
ფეხბურთელებთან ერთად არ იმყოფება ჩვენი ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე.