ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ღირსების ორდენზე ის ფეხბურთელებიც არიან წარდგენილნი, რომლებიც საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში არ იყვნენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, ეს ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე.

„საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.