პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის გზაზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრენტოში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა.
საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპამდე კი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2 ამხანაგური მატჩი ელის.