ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას ამერიკული იარაღით უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა.
მისივე თქმით, ვაშინგტონის პრიორიტეტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მისი „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში“ თავმოყრა იყო.
„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მიმართულებით ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთი ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა, სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე მიაღწიოს“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.