ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია.
მისივე თქმით, რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე ისეთ დონემდეა მისული, რომ პეკინს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება ძალიან მარტივად შეუძლია.
„რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე. პრეზიდენტ სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებდა ამ კრიზისს. რუსეთს სხვა არჩევანი არ ექნებოდათ. ჩინეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო წესები, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთნ და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, - ამბობს ფინეთის პრეზიდენტი.