რუსი აქტივისტი, ბორის ზოლოტარევსკი თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.
მისი თქმით, ორი საათი ალოდინეს, თუმცა არ შეშვების რეალური მიზეზი მაინც ვერ აუხსნეს.
„საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. მესაზღვრეებს ჩემი პასპორტის დანახვაზე თვალები დაუმრგვალდათ, შემდეგ მორიგეებში უფროსმა მონიტორს დაბღვერით შეხედა და რაციაში გადალაპარაკების შემდეგ გავიდა. მთხოვა დავლოდებოდი - ორი საათის განმავლობაში სხვადასხვაფერი პასპორტებით ბევრმა ადამიანმა ჩამიარა, შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით „უარის მიზეზი: სხვა მიზეზები“,- წერს ბლოგერი.
ზოლოტარევსკის თქმით, საქართველო „მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა“
„ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ხელს ვართმევდი ხალხს, ვუყურებდი თვალებში და ვეხვეოდი მათ. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს საქართველოს ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტის ოკუპაციით და ახალი მიწების მოკბეჩით მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში - საშინელებაა... ქართველები და საქართველო უკვე მარადიულად ჩემს გულშია, მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით“,- წერს აქტივისტი.