ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფოთში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამ დრომდე არაა ამოცნობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე, გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ის ნაბადის უბანში, გუშინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გამოძიება დაუკავშირდა ოჯახს, რომელიც ქუთაისში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს უკვე ერთი კვირაა ეძებს.

TV 24 ესაუბრა ქალს, რომელიც ექსპერტიზის ბიუროში ამოცნობაზე ჰყავდათ მიყვანილი. მისი ინფორმაციით, ცხედარი ისეა დაზიანებული, რომ ამოცნობა ვერ შეძლეს.