ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა.
ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა. შესაბამისად მან გამოიძახა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
გარდაცვლილი ქალის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ცხედარს მალე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: თეა შონია