კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებული 2 ადამიანიდან ერთის ცხედარი იპოვეს.
მაშველებმა სამძებრო სამუშაოები გუშინ მას შემდეგ დაიწყეს, რაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. მეორე დაკარგულის ძებნის ოპერაცია კი გრძელდება.