ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აქციაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერიდან ისინი მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.

სამართალდამცველები პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ ღობესთან არიან გამაგრებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.