ლაზარე გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის ინფორმაციით, მისი შვილი კვლავ დააკავეს.
„დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!“,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაკავება ცოტა ხნის წინ დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერიდან სამართალდამცავები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.
სამართალდამცველები პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ ღობესთან არიან გამაგრებულები.