ქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია.
სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის „დინამო“ დაძაბულ შეხვედრაში 1-2 დაამარცხა და სუპერთასს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.
ქართული გუნდები მომავალი კვირიდან ევროტურნირებზე ჩაერთვებიან და ჯგუფური ეტაპის საგზურებისთვის იბრძოლებენ. წელს ევროტურნირებზე 4 ქართული გუნდი იასპარეზებს: ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, თბილისის „დინამო“ და „იბერია“.