ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბოკუჩავა: 8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელსაც ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია 8 ივლისს მნიშვნელოვან ღონისძიებას გეგმავს, სადაც საზოგადოებისთვის გარკვეული სიახლეების შესახებაც გახდება ცნობილი.

„იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ შიდა პარტიული დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს და ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებით, ისევე როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებით და რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება.

8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელსაც ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სადაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში. იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესთავაზოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატით განიხილოს და იმედი მაქვს მათი მხარდამჭერის შემთხვევაში დამტკიცდეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.