ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქადაგიშვილი: ეუთო-ს რეზოლუცია ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა - ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით - ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სპეკულანტური მანევრია, როცა ,,ოკუპანტების ჯარის" ნაცვლად ,,რუსულ ჯარს'' წერენ.

,,სპეკულანტური მანევრით წერენ: „რუსული ჯარი იქნას გაყვანილი“. რატომ „რუსული ჯარი“? დაწერე, რომ ეს არის ოკუპანტი ჯარი! ეს სიტყვაა მთავარი, რა სიტყვის გამოყენებაც ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებს ძალიან არ უნდა. ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა ,,ძირის გამოთხრა“, ჩვენ ბევრგან გვინახავს. ევროპაში არჩევნებს რომ გადავხედოთ, ერთი მხარე მეორე მხარეს ძირის გამოთხრაში, ქვეყნის ჩამოქცევასა და სახელმწიფოს განადგურებაში ადანაშაულებს. ასეა დაწყებული აშშ-დან დასრულებული ინგლისით და საფრანგეთით, სადაც დღეს არჩევნები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მაგრამ რეალობა არის მეორე, საქართველოში არასამთავრობო სექტორისთვის არის მუშაობის ყველა პირობა, მაგრამ არასამთავრობო სექტორმა კეთილი ინებოს და რაზეც სხვას არიგებს ჭკუას, იმის მეასედი მაინც შეასრულოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.