გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ევროპის თავისუფლებისთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი დარჩება.
როგორც ბერბოკმა ბუნდესტაგში დებატებისას განაცხადა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნატომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.
„დასავლეთმა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს. ამაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გერმანიას ეკისრება. ჩვენ აღვადგინეთ დაკარგული ნდობა რუსეთთან მიმართებით, ჩვენი პოლიტიკის გამო. ეს ნდობა არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა ბერბოკმა.