ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პუტინის განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებები კვლავ მოლაპარაკებების მაგიდაზეა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებები კვლავ მოლაპარაკებების მაგიდაზეა.

მისივე თქმით, მოსკოვი ამ შეთანხმებებზე უარს არ ამბობს და მზადაა, მოლაპარაკებები ამ ათვლის წერტილიდან გაგრძელდეს.

„როგორც იცით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი და ახლაც მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებზე უარი უკრაინამ თქვა. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ირგვლივ გაგრძელდეს მუშაობა“, - აღნიშნა პუტინმა.