ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა ხვალ განახლდება

პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა.

რამდენიმე წუთის წინ დატოვა გენერალური პროკურატურა დავით ბარბაქაძემ, რომელსაც 2 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

კანდიდატებთან გასაუბრება ხვალიდან განახლდება და სავარაუდოდ ხვალ მოუსმენენ გიორგი გაბიტაშვილს, რომელიც გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. 

დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს: დავით ბარბაქაძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს გაესაუბრნენ. აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.