ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯეფ ბეზოსი „ამაზონის“ $5 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავს

ჯეფ ბეზოსი „ამაზონის“ 25 მილიონ აქციას გაყიდის, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია.

BBC-ის ცნობით, მიმდინარე წელს ბაზარზე კომპანიის ღირებულება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

თებერვალში ბეზოსმა „ამაზონის“ აქციების კიდევ ერთი პაკეტი გაყიდა, რომლის ღირებულებამაც 8,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბეზოსი კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2021 წელს გადადგა თუმცა ამ დრომდე მის უმსხვილეს აქციონერად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ რჩება.