შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძარზე, მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის კერის ოთხივე მხრიდან მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება, ცეცხლის გავრცელების საფრთხის მოხსნა და შემდგომ ლიკვიდაცია.
რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხმელ ბალახზე და ეკალ-ბარდზე გავრცელებული ხანძრის ქრობაში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, სპეც-ტექნიკა და დრონები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.