მაშველების ჯგუფმა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი იპოვეს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით Guardian-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფთა მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.