ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანის უმაღლესი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, პრეზიდენტისთვის ილოცონ

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს, ილოცონ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ BBC წერს.

„ირანელი ხალხი თუ არ ინერვიულებს, ქვეყნის მუშაობას შეფერხება არ ემუქრება“, – აღნიშნა ხამენეიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა მომხდარის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მაშველები ჯერ კიდევ არ მისულან იმ ადგილამდე, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.