ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მაშველები ჯერ კიდევ არ მისულან იმ ადგილამდე, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ებრაჰიმ რაისის განმარტებით, მასშტაბურ სამძებრო ოპერაციას ცუდი ამინდი აფერხებს. ადგილზე ძლიერი ნისლია, რის გამოც ხილვადობის მანძილი მხოლოდ 5 მეტრს შეადგენს.
ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.