ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფ 2 პირთან კონტაქტი დამყარდა

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფ ორ პირთან დაამყარეს კონტაქტი. როგორც CNN-ი იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰსენ მანსურიმ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, კონტაქტი ერთ-ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან რამდენჯერმე, ჩამოვარდნიდან მალევე დამყარდა.

მანამდე ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაშველები ჯერ კიდევ არ მისულან იმ ადგილამდე, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.