უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ხვალ მოსკოვში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორბანთან ერთად, რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტოც.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში ჩინეთში შეხვდა.